“ძირითად მოლოდინებს უცხოელ ვიზიტორებზე ვამყარებთ”- ამის შესახებ BM.GE-ის სვანეთში, სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელმა განუცხადა.
როგორც თათია თეთრაშვილი ამბობს, რომ ზამთარში სვანეთში დამსვენებლების დიდი წილი ტურისტები იყვნენ, შესაბამისად, მისი თქმით, ზამთრის კურორტებს შიდა ტურიზმის ხარჯზე მუშაობა გაუჭირდებათ.
“სვანეთი არ არის მაღალბიუჯეტური კურორტი, სასტუმროები არ ღირს ძვირი, მაგრამ ზამთარი მაინც ჯვირი ჯდება ზაფხულთან შედარებით, მოთხილამურეების კურორტია მაინც ძირითადად, რის გამოც ზამთრის დასვენება შედარებით უფრო ძვირადღირებულად ითვლება, ამიტომ ყველა ვერ ახერხებს, შესაბამისად ძირითად მოლოდინებს უცხოელ ვიზიტორებზე ვამყარებთ. ზუსტი რიცხვი არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ დამსვენებლის თვალით მარტივი შესამჩნევი იყო ის, რომ ქართულ სიტყვას მესტიაში ზამთარში იშვიათად თუ გაიგებდი, დამსვენებლების დიდი წილი უცხოელი ტურისტები იყვენენ”-აცხადებს თათია თეთრაშვილი სასტუმრო ბუდე, დამფუძნებელი.
BMG