ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზამთრის კურორტებზე სასრიალო გზების ხარისხი და უსაფრთხოება ფრანგმა ექსპერტებმა შეისწავლეს
01 თებერვალი, 2018

მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდსა და ჰაწვალს ფრანგი ექსპერტები ეწვივნენ. მიზანი ზამთრის კურორტებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა იყო.

შეფასდა სასრიალო გზების მომზადების ხარისხი და უსაფრთხოება, საბაგირო გზის ოპერირება. ოთხი დღის განმავლობაში, ცნობილი ფანგული კურორტის “ტინის“ ტექნიკურმა დირექტორმა სასწავლო შეხვედრები განახორციელა საბაგიროს სპეციალისტებისთვის.
მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოხდა ევროპის კურორტებზე დამკვიდრებული საბაგიროების სწორი მართვის მეთოდების გაცნობა. შემუშავდა პროცედურები საბაგიროს სისტემური მართვის შესახებ, რაც მთის კურორტების კომპანიის ცნობით, ხელს შეუწყობს მომავალ წლებში ზამთრის სეზონზე კურორტის უსაფრთხოების გაძლიერებას და გააუმჯობესებს ვიზიტორების მომსახურების ხარისხს.

ფრანგმა ექსპერტებმა ზამთრის კურორტებზე არსებულ მდგომარეობას „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და ფრანგულ კომპანია Compagnie Des Alpes-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეისწავლეს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.