ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზამთრის კურორტებზე წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტებს ელოდებიან
04 ოქტომბერი, 2017

ზამთრის კურორებზე წელს ტურისტების დიდ ნაკადს ელიან მთის კურორტების კომპანიაში. 

სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ წინასწარი ჯავშნები მოწმობს, რომ წლევანდელი წელი ალბათ, რეკორდული იქნება. 

მისი თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის კურორტების 4 სეზონიან კურორტებად გადაქცევის ხელშეწყობა.

მთის კურორტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით დადებით ტენდენციაზე აღნიშნა, თქვა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე, მესტიას და ბაკურიანში ვიზიტორების ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო,  რასაც ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს. 

ზაფხულში, მთის კურორტებს  (მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი) 73 353 ვიზიტორი სტუმრობდა.  ზრდა წლიურ ჭრილში 17%-ია.  გუდაურში 3-ჯერ გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, ბაკურიანში ზრდა 46%-ია. 

ავტორი:GBC


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.