ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ორმა კომპანიამ მოიპოვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა კომპანიებზე Wucher Helikopter Gmbh-ი და HTM Helicopter Travel Munich GmbH-უკვე გასცა.
სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ი 2018 წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში იფრენს. კომპანია 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება.
იგივე დანიშნულებით განახორციელებს ოპერირებას გერმანული კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH. კომპანია 2018 წლის 24 იანვრიდან 13 მარტის ჩათვლით გუდაურის ზონაში, AS 350 B3E ტიპის ვერტმფრენით იფრენს.
ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).
Heli-skiing მომსახურება ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.
www.travelingeorgia.ge