NBA -ს ჩემპიონი, ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია საქართველოში, სიონის ტბასთან სასტუმროს ააშენებს.
სასტუმროს მშენებლობას ზაზა ფაჩულია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ, დეპუტატ ილია წულაიასთან კოლაბორაციით გეგმავს. მათ ერთობლივი კომპანია „სიონი ლეიქ რესორთ & სპა“ უკვე დააფუძნეს და პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უძრავი ქონებაც შეიძინეს.
პირობის მიხედვით, ადგილზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებით აღჭურვილი, არანაკლებ 60 – ნომრიანი სასტუმრო აშენდება.
ზაზა ფაჩულიამ „არქი ჯგუფთან“ თანამშრომლობის დაწყებაზე გასული წლის ნოემბერში განაცხადა. სპორტსმენმა კომპანიის ერთ-ერთ კომპლექსში ბინაც შეიძინა. მაშინ არაერთი საინტერესო პროექტის წამოწყება დაანონსდა.
GBC