“ზედაზენი” CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია
სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია.
თანამშრომლობის ფარგლებში „ბლექ სი არენა”-ს ტერიტორიაზე სს “ქართული ლუდის კომპანიის” პროდუქციისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი ლუდის, გამაგრილებელი სასმელების დაგემოვნება და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.
თავის დროზე, სს “ქართული ლუდის” კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან” თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.
“ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ სს “ქართული ლუდის კომპანიისთვის” ხარისხი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ „ბლექ სი არენას”, სადაც ხარისხიანი ივენთების ორგანიზება ხდება. „ბლექ სი არენას” ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი სტუმრობდა და ვარსკვლავთ ცვენა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის საამაყოა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორობა. მით უფრო, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების მხარდაჭერით, მინიმუმ, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლასაც ვუწყობთ ხელს, რადგანაც ამა თუ იმ მნიშვნელოვანი კონცერტის დასასწრებად „ბლექ სი არენას” უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სტუმრობენ”, აცხადებს სს “ქართული ლუდის კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.
შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და „ბლექ სი არენას” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შეკვეთილში უკვე გაიმართა Black Eyed Peas-ის, Jessie J-ს, Thirty Secodns To Mars-სა და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები.
“ბლექ სი არენასთვის” ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, როგორც მუსიკალური მიმართულებით, ასევე ორგანიზების კუთხით. ამ კონტექსტში სს “ქართული ლუდის” კომპანიასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს “ბლექ სი არენას” სტუმრებს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ. ძალიან გვიხარია, რომ ეს თანამშრომლობა უკვე ბევრ ღონისძიებას ითვლის და ვფიქრობთ ამ ტრადიციას მომავალშიც წარმატებულად გავაგრძელებთ”, – აცხადებს „ბლექ სი არენას” მარკეტინგის და ღონისძიებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზი ხუნწელია.
არსებული საკონცერტო კალენდრის მიხედვით, წლის ბოლომდე „ბლექ სი არენაზე” დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
23 აგვისტო – აიდა ( Arena Di Verona-ს დადგმა);
25 აგვისტო – ოპერა გალა;
1 სექტემბერი – ჩხიკვთა ქორწილი;
7 სექტემბერი – ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა;
bm.ge