ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ზედაზენი რეზორტი“ სტუმრების მიღების წესს ცვლის და აცრილ ან გატესტილ პირებს უმასპინძლებს
16 აგვისტო, 2021

სასტუმრო „ზედაზენი რეზორტი“ სტუმრების მიღების წესს ცვლის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ან კოვიდზე გატესტილ პირებს უმასპინძლებს - ინფორმაცია ამის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩვენი სივრცე ყოველთვის გამოირჩეოდა უსაფრთხო და მშვიდი გარემოთი. სწორედ ამიტომ ჩვენი რეზორტი გადადის სტუმრების მიღების ახალ წესზე.

რეზორტის ტერიტორიაზე დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინის ერთი ან სრულყოფილი დოზა

ის პირები, რომლებსაც ჰქონდათ კოვიდი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი

ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის საფუძველზე.

მოდი ჩვენთან ყველანაირი რეგულაცია დაცულია !“, - ნათქვამია სასტურმროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა სექტემბრიდან რესტორნებში, სალონებში, ფიტნეს ცენტრებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელთა მიღების წესის შეცვლის ინიციატივა წარადგინა. რომლის მიხედვით ასეთი ტიპის დაწესებულებებ მხოლოდ იმ პირების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ვინც ერთი ან ორი დოზით არის აცრილი, ან ბოლო 72 საათში გაკეთებულ პისიარ, ან 24 საათში გაკეთებული ანტიგენ-სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს. ამასთან, NCDC-ის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში თუ პირები არ აიცრებიან სხვადასხვა დაწესებულების სტუმრობისთვის კოვიდ-ტესტების გაკეთება საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყონ. საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშრებით უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.