მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზენის მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 943 712 ლარია. სარეაბილიტაციო გზა (სიგრძე 6305 მ) იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.
ქვე-პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: მიწის ვაკისის რეაბილიტაცია; გზის საფარის რეაბილიტაცია. ქვე-პროექტით გათვალისწინებულია 3 ტიპის საფარის მოწყობა: ბეტონის საფარის მოწყობა სოფელ საგურამო ფარგლებში; ღორღის საფარის მოწყობა; გრანიტის ქვაფენილის მოწყობა. ქვაფენილით გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა, ავტოსადგომიდან მონასტრის მიმართულებით, ასევე მონასრტის გარშემოვლითი გზის მოწყობა; ტურისტების უსაფრთხოების მიზნით გზის მარჯვენა მხარეს ლითონის დამცავი ბადის მოწყობა; 23 მიერთების მოწყობა ასფალტობეტონის საფარით და 6 მიერთების მოწყობა ღორღოვანი საფარით, 35 ეზოში შესასვლელის მოწყობა ასფალტობეტონის საფარით და 2 ეზოში შესასვლელის მოწყობა ღორღოვანი საფარით და სხვა.
www.travelingeorgia.ge