გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში კიდევ ერთი ახალი მარანი გაიხსნა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, "გივის მარანი" სტუმრებს სხვადასხვა სიძველის და სახეობის ქვევრის ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს სთავაზობს.
მარნის გახსნას გურჯაანის მერიის თანამშრომლებთან ერთად, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
www.travelingeorgia.com