ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია
11 ივლისი, 2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ცეცხლი უკიდია ტყის საფარს.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე იმყოფება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.