ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზურაბ ჩხაიძე გურიის გლობალური განვითარებით დაინტერესდა – KTW ჯგუფი ბახმაროში და გომის მთაზე სასტუმროს აშენებას გეგმავს
03 აპრილი, 2019

გურიაში, ოზურგეთის ცენტრში სასტუმრო „გურია პალასი“- ის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. თუმცა, როგორც „კომერსანტს“ „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა,  KTW ჯგუფის მიზანი გურიის მიმართ ინტერესი გაზრდა და მომსახურების დონის გაუმჯობესებაა.

„ჩვენი ჯგუფის ამოცანა ამ სასტუმროს დასრულება არაა, ზოგადად ჩვენი ამოცანაა გურიაში რაც შეძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, “, — აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ბიზნესმენის თქმით, რომ რეგიონი ახლა გამოცოცხლების  სტადიაზეა, რადგან ზღვის სანაპიროზე ბევრი რამ გაკეთდა და დაიგეგმა. „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გურიით გლობალურად დაინტერესდა. ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ცოტა ხანში აქტიურად ჩაერთვება მთის კურორტების განვითარებაშიც.

„ჩვენი კომპანია გამოთქვამს თანხმობას, რომ ტურისტული მიმართულებით გააკეთოს ინვესტიცია და ბახმაროში და გომის მთაზე სასტუმრო ააშენოს. ბახმაროს მთის და შავ ზღვას ეს რელიეფი უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ.  ახლა უნდა ჩაეყაროს საფუძველი ამ მთების განვითარებას, რეგიონის გასაცოცხლებლად პატარა პროექტები დაგვიანებულია, უკვე მასშტაბური ინვესტიციებია საჭირო, რომ რეგიონი გახდეს სიცოცხლის უნარიანი. აუცილებლად უნდა მოხდეს საბაგირო მიმართულების განვითარება. ტურისტული ნაკადი იზრდება საქართველოში და მათი შემოდინება რომ მოხდეს, მას სჭირდება აეროპორტი. სოფელ მერიაში სამხედრო აეროდრომი იყო და ეს საინტერესო გამოწვევაა, ამ კონცეფციაში უნდა ჩაჯდეს ჩვენი სასტუმროც, შემდეგ იქ სხვა სასტუმროები გაჩნდება, გაიხსნება მაღაზიები, განვითარდება ადგილობრივი ღვინის წარმოება და ზოგადად ტურიზმი მაღალ დონზე გადავა“, -განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.

ბიზნესმენი სახელმწიფო სტრუქტურებს რჩევას აძლევს. მისი თქმით, აუცილებელია გურიის რეგიონისთვის გენგეგმა შემუშავდეს, რათა ბიზნეს ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება ყველასთვის ერთი, რათა იცოდნენ რა მიმართულებით იმუშაონ.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ევროპული მიმართულების დუბლირება. სადაც მიმზიდველი კორპუსებია, საკუთრების უფლება დაცულია, მიწას თავის ფასი აქვს, სივრცით მოწყობა დაურღვეველია. მშენებლობებში არც ერთი ინტელექტუალური ბიზნესი, ეს იქნება უცხოური თუ ქართული არ მიიღებს მონაწილეობას, თუ არ მოხდა რეგიონის სწორი დაგეგმარება. ამის საშუალება გვაქვს გურიაში და გურულებმა არ უნდა დავუშვათ ქაოტური დაგეგმარება, ეს უნდა იყოს საჩვენებელი მთის კურორტი. იმედი მაქვს რომ რამდენიმე წელიწადში ეს განვითარდება“,-განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

სასტუმროს მშენებლობაში ჯამში დაახლოებით 6 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამსართულიანი სასტუმრო ოთხვარსკვლავიანი იქნება და ის 4 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.