ზურაბ შევარდნაძის მცირე სასტუმროში უცხოელი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ – 5 ივლისის მორიგი შედეგი
“გარდენიის” დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოთახს, რომელსაც ძველ თბილისში ტურისტებზე აქირავებს, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი სრულიად დაჯავშნილი ჰქონდა, თუმცა 5 ივლისს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ჯაბშნები უქმდება.
“კომერსანტი ზურაბ შევარდნაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ. პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზადმოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ.
გაგანია პანდემიისას ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო. ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე. წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ.
გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა. ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლეწერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით.
დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ:
ქეთევან, საქართელოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა დავემზადებოდით.
კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ.
დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი.
წერტილი...” - წერს ზურაბ შევარდნაძე.