მესტიაში, ზურულდის მთაზე, ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას და საბაგიროს მშენებლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვარდი „თეთნულდი-ჰაწვალი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგირო, 2021-22 წლების ზამთრის სეზონზე პირველ დამსვენებლებს მიიღებს.
სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დეპოლმაიერ გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს


commersant.ge