მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის სათხილამურო სეზონზე ვიზიტორებს ახალ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს სვანეთში. ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა გრძელდება, ჯერ ისევ შეფუთულ გონდოლებს სატესტო შემოწმება უკვე ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი „თეთნულდი ჰაწვალი“ ავრცელებს.
10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგირო პირველ დამსვენებლებს 2021-22 წლების ზამთრის სეზონზე მიიღებს, საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრი იქნება სგრძე კი 1421 მეტრია.
სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დეპოლმაიერ გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს“
მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სწორედ ასეთი შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჰაწვალის საბაგირო მთლიანად შესაცვლელია. ზურულდი მთავარი საბაგიროა, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობდნენ. იგი 4–ადგილიანია და ზღვის დონიდან 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე ადის.
commersant.ge