მდებარეობა: მდებარეობს, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოტაფის ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში, მდინარე მოქვის აუზში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ქალაქ ოჩამჩირეს ჩრდილოეთით 35 კმ მანძილზე, ფანავის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 260 მ.
კოორდინატები: N 42055’14’’; E 41033’13’’
მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 430 კმ. სოხუმიდან 76 კმ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან გზა მიემართება მოქვისაკენ, შემდეგ გაივლის სოფელ ანდროუს, აბრსკილის მღვიმის შესასვლელი დაშორებულია სოფელ ოტაფს 1 კმ,
უნიკალურობა: ერთ-ერთი ულამაზესი მღვიმე კავკასიაში.
აბრსკილის კარსტული მღვიმე წარმნოქმნილია კირქვებში. მღვიმის შესასვლელი დაშორებულია სოფელი ოტაფს 1,5 კმ, მდებარეობს ზღვის დონიდან 210 მ. მღვიმის სიგრძე არის 2500 მეტრი, მაქსიმალური სიგანე 60 მეტრია, ხოლო მინიუმალური 3 მეტრი, მღვიმის მაქსიმალური სიღრმე არის 20 მეტრი, მინიმალური კი 2,5 მეტრი. ფსკერის ფართობი შეადგენს 19,1 ათას მ2, ხოლო საერთო მოცულობა არის 95,5 ათასი მ3. აბრსკილის მღვიმე 2 კმ სიგრძის მიწისქვეშა ხეობაა.
აბრსკილის ჰორიზონტული ტიპის სიღუე 10-მდე მოზრდილი დარბაზისაგან შედგება. მღვიმე ძირითადად აღმოსავლეთიდან – ჩრდილო-დასავლეთისაკენ არის ორიენტირებული. შესასვლელი 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის ხვრელია, რომელიც სიღრმეში გვირაბის ფორმას იღებს და სწორხაზოვნად მიმართება აღმოსავლეთისაკენ 2 კმ-ზე მეტ სიგრძის ზოლში. მღვიმის ბოლოში არის მიწისქვეშა ტბა, რომლის მიღმა გვირაბების შემდგომი სისტემები 480 მეტრ მანძილზე გრძელდება. დარბაზებში სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ფარდები და კირქვული ნაღვენთების მრავალი სხვა ფორმაა.
მღვიმეში გაედინება მდინარე აჩხიტიზგო, რომელიც ერთვის მდინარე ოტაფს (მდ. მოქვის მარჯვენა შენაკადს), მდინარის დებიტი არის 45ნლიტრი წამში, ხოლო წყლის სიღრმე 0,4-1,2 მ. წულის ტემერატურა 27.04.1972 წელს აღინიშნა 12,50. ზოგ დარბაზში დალექილია თიხის შრეები, საყურადღებოა მღვიმის არქეოლოგიური და პალეოზოოლოგიური აღმოჩენები, მათ შორის აღსანიშნავია შესასვლელიდან 360 მ მანძილზე ნაპოვნი მღვიმური დათვის მთლიანი ჩონჩხი და სხვა ცხოველთა ძვლები, აგრეთვე ადამიანების სხვადასხვა იაღაღები.
სილამაზით ცნობილია ბარსკილის მღვიმის სხვადასხვა დარაზები, როგორიცაა: „ფარდებიანი დარბაზი“, „მეანდრის დარბაზი“, „აბრსკილის დარბაზი“, სადაც გადმოცემით ვეება სტალაქტიტზე ლეგენდარული აბრსკილი იყო მიჯაჭვული. აბრსკილი არის „ამირანიანის“ აფხაზური ვარიანტის გმირი. აბრსკილი უმანკოდ ჩაისახა, ამირანივით თავისუფლებისათვის იბრძოდა, თავი ღვთის სწორად მიაჩნდა. ღმერთმა დასაჯა და ჭილოუს მღვიმეში ბოძს მიაჯაჭვა. აბრსკილის თქმულება პირველად ა. იოაკიმოვმა ჩაიწერა. ნიკო მარის აზრით, აბრსკილი „მზის შვილს“ უნდა ნიშნავდეს (აფხაზურად ამირაბირ — მზე და მეგრულად სკილ, სკირ - შვილი), მიხეილ ჩიქოვანი „ამბრის შვილად“ თარგმნის (ამბრი „ამირანიანის“ პერსონაჟია), შ. სალაყაია კი „ქვის შვილად“ მიიჩნევს (აფხაზურედ აბრა ქვას ნიშნავს). აბრსკილის მღვიმე ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი მღვიმეა კავკასიაში.
დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»