ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი
აჭარა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმი დაფუძნდა 1908 წელს. მუზეუმში ამჟამად დაცულია ძვ.წ. XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკვარული პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, სკულპტურები, გონიოს განძი – ინტაგლიო აფროდიტესა და ეროსის გამოსახულებით, I-II სს-ის ოქროს ჭედური ფიალა, ბადროს მტყორცნელის ოქროს ფიგურა, ოქროს სარტყლის ფრაგმენტები, გულსაკიდები ჰელიოსისა და სტილიზებული გამოსახულებებით, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო),XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმის ფონდი: 183 241 ექსპონანტი.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.