ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აჭარული სამზარეულო
აჭარა

აჭარული სამზარეულო

აჭარის ხალხური სამზარეულო  მრავალფეროვნებითა და მომზადების ტექნოლოგიით, სუფრის გაშლის წესებითა და მასთან დაკავშირებული რიტუალებით გამოირჩევა. ძირითად რაციონს ძველთაგანვე ავსებს ხილი, მევენახეობისა და მეფუტკრეობის პროდუქტები, თევზეული. აჭარაში სულ  150 –მდე დასახელების კერძია ფიქსირებული. აჭარული სამზარეულო განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს. ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი). აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია  აჭარული ხაჭაპურის გარეშე, რომელიც სხვა დანარჩენი სახეობებისაგან უპირველესად ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. „აჭარული ხაჭაპური“ თავისი ფორმით განასახიერებს ნავს, ხოლო კვერცხის გული კი - მზეს.  აჭარულ სამზარეულოში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აჭარულ ტკბილეულებას, როგორიცაა: ბაქლავა და შაქარლამა.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.