ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აჭარული ღვინო
აჭარა

აჭარული ღვინო

აჭარაში მევენახეობა უძველესი დროიდან კარგად იყო განვითარებული და ადგილობრივ ვაზის ჯიშთა რაოდენობა 80 ერთეულს აღწევდა. რეგიონში ჩამოყალიბდა და დღემდე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმწიფისა და შეფერილობის მქონე აბორიგენული და ინტროდუქცირებული ვაზის 50 -ზე მეტი ჯიში. აჭარაში იწარმოება ღვინის ისეთი  უნიკალური სახეობები, როგორებიცაა „ქედის ცოლიკაური“ და „ჩხავერი“. დღეისათვის აჭარაში ვენახების საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს. მათ შორის ცოლიკაურის ვენახი 70 %, ჩხავერი 8 %, დანარჩენი 22 % წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და ინტროდუქცირებული ვაზის ჯიშებით. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.