მცხეთა მთიანეთი
|
მოკლე აღწერა: ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი
დამატებითი ინფორმაცია: VIII–XVIII სს.
ფოტო გალერეა
|