მცხეთა მთიანეთი
|
მოკლე აღწერა: არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ).
დამატებითი ინფორმაცია: აგებულია - XIII–XV სს.
ფოტო გალერეა
|