ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ავენისის კოშკი
მცხეთა მთიანეთი

მოკლე აღწერა: ავენისის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6X5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. I სართულს აღმოსავლეთიდან აქვს სწორკუთხა შესასვლელი. კარი მოგვინებით ამოუქლავთ. სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ორივე კედელში, თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული ბუხარი მთლიანად ამოუშენებიათ და კედელზე, გარედან მთელ სიგრძეზე, გეგმით სამკუთხა კონტრფორსი მიუშენებიათ.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.