ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბატეთის ტბა
შიდა ქართლი

მოკლე აღწერა: ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.