აჭარა
|
ბათუმის კათოლიკური ეკლესია
ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესია 2000 წელს იქნა აგებული ბათუმელი კათოლიკეების მიერ. ეკლესია ამიერკავკასიის ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. ტაძარს ხშირად სტუმრობს საქართველოში ვატიკანის ელჩი და აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. აღსანიშნავია, რომ კათოლიკურ სარწმუნოებას საქართველოში დაახლოებით 50 ათასი მიმდევარი ჰყავს.
|