ღირსშესანიშნაობა: ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.
მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდორნა, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, 796 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 02.857 E44 44.406
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. ბოდორნა. თბილისიდან ბოდორნა დაშორებულია 46 კმ-ით; ხანგრძლივობა - 45 წთ;
სოფ. ბოდორნა - ბოდორნის სვეტის ბუნების ძეგლი- 3 კმ გრუნტის გზა; ხანგრძლივობა - 15 წთ;
ქ. დუშეთი - ბოდრონის სვეტის ბუნების ძეგლი - 9,6 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მცხეთაში ან ბაზალეთის ტბაზე დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 595 61 13 13
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge / ppeikrishvili@apa.gov.ge