ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბორბალო
კახეთი

პატარა ბორბალოს — სიმაღლეა 3134 მ; მდებარეობს დიდი ბორბალოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. პატარა ბორბალოდან იწყება აგრეთვე მდინარეების - ალაზნის (სამხრეთით), ანდაქის (ჩრდილოეთით), თუშეთის ალაზნის (აღმოსავლეთით) შემადგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და ანდაქის უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა.

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.