ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კლიმატი
აჭარა

აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. მაღალმთიანი ადგილები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალი 22-24 °C-ია დაბლობში და 17-21 °C მაღლობში.  ზამთრში ბათუმში ტემპერატურა 4-6 °C-ია, როცა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 3-2 °C-ს აღწევს.

აჭარის ზოგიერთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ზამთარში ტემპერატურა  8 -7 °C ფიქსირდება. ბათუმის ბუნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავითაა გამორჩეული. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C-ია, იანვარში — 7,1 °C-ია, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%. ხშირია კოკისპირული წვიმა.

თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმის 6 მაისის პარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე.

ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.