აჭარა
|
საკრუიზო ტურიზმი
ბათუმის პორტი
ისტორიულად ბათუმის პორტი კავკასიის რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ეს იყო პირველი პორტი, რომლის წყალობითაც საქართველომ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეიძინა. ბათუმის პორტის კიდევ უფრო განვითარებას ხელი შეუწყო პორტის "პორტო ფრანკოდ" გამოცხადებამ 1878 წელს. ბათუმის პორტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი ნავთობი იყო. XX საუკუნის დასაწყისში ბათუმის პორტი თავისი მნიშვნელობითა და ტვირთბრუნვის რაოდენობით შავიზღვისპირეთში წამყვანი პორტის ადგილს იკავებს. ნავთობის გადაზიდვაში აქტიური როლის შესრულებით ბათუმის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო კორიდორი გახდა. 2006 წლიდან ბათუმის პორტი ხმელთაშუა ზღვის საკრუიზო პორტების ასოციაციის “MEDCRUISE’-ის წევრია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარაში საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ თავად აჭარის მთავრობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენებსა თუ სემინარებში, როგორებიცაა: სტამბოლის ზამთრის საკრუიზო ფორუმი “Seatrade“, ჰამბურგის საერთაშორისო კონფერენცია “Seatrade Europe Cruise and Rivercruise Convention“, მაიამის საერთაშორისო გამოფენა „Seatrade Cruise shipping convention“ და ა.შ. აღნიშნული საქმიანობების შედეგად ბათუმის პორტში შემომსვლელი საკრუიზო გემების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის, ბათუმის პორტი მასპინძლობს სხვადასხვა მსხვილ საკრუიზო გემებს, როგორებიცაა: “Island Sky”, “Albatros”, “Silver Wind”, “Minerva”, “Spirit of Advernture”, “Prinsendam”. წელს ბათუმის პორტში ასევე შემოვიდნენ საკურიზო გემები: “Regatta” და “Princess Daphne”. რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უმხვილეს საკრუიზო კომპანიასთან „Royal Caribbean“-თან გამოფრმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლიც ფარგლებშიც შემუშავებული იქნა ბათუმის პორტის რეკოსნტრუქციის გეგმა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ,დაგეგმილია ბათუმის პორტის ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება. ახალი პორტის მეშვეობით, ბათუმში შემოსვლა შეეძლება ყველა ზომისა და ტიპის საკრუიზო გემს.
|