ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დარიალის ხეობა
მცხეთა მთიანეთი
დარიალის კანიონისებური ხეობა ჩრდილოეთ საქართველოში, რუსეთის სასაზღვრო ზოლში, მდინარე თერგის აუზში მდებარეობს. იგი გამომუშავებულია პალეოზოურ გრანიტოიდებში, რომლებიც 300-400 მლნ წლის წინანდელი, ცენტრალურ კავკასიონზე განვითარებული ვულკანიზმის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილია. ვულკანურ ქანებში გაჭრილი ხეობა ვიწრო და ციცაბოფერდიანია. მისი სიგრძე 11 კილომეტრია, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე ათას მეტრს აღემატება.
ხეობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რომელთა შორის დომინირებს მაღალი მთის პალეოგლაციალური, ვულკანური და ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი, ფიჭვნარი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები.
„დარიალანი“ სპარსული სიტყვაა და ალანების (ოსების) კარს ნიშნავს. ქართველები მას „არაგვის კარად“ მოიხსენებენ, რადგან უწინ თერგი არაგვად იწოდებოდა. სხვა ხალხები დარიალს დარიელას, იბერიის კარს, კასპიის კარს, სარმატიის კარს, ხევის კარს და არაერთ სხვა სახელს უწოდებდნენ. 
კავკასიისთვის დარიალის ხეობას უდიდესი სამ­ხედ­რო-გეოგრაფიული დანიშნულება ჰქონდა. იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა, თუმ­ცა საუკუნეების მანძილზე საკმაოდ რთულად დასაძლევი სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ზამთრობით ხშირი ზვავი და ზაფხულობით ძლიერი ქვათაცვენა მრავალჯერ გამხდარა მისი გადაკეტვის მიზეზი. 
დარიალის ხეობაში სამხედრო ფორტიფიკაცი­ები ქართველებმა პირველ საუკუნეში ჩრდილოელი ტომებისგან თავდაცვის მიზნით ააგეს. ამჟამად ხეობა მუდმივი ზედამხედველობის ობიექტია _ აქ გადის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და გაზსადენი. 
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.