ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
უდაბნოს მონასტერი
კახეთი

უდაბნო — ქართული მონასტერი შუა საუკუნეების დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (თბილისიდანსამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში), ისტორიულ კუხეთში. მდებარეობსდავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. ტერიტორია წარმოადგენს დავის საგანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.