აჭარა
|
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმ-ნაკრძალი დაფუძნდა 1994 წელს. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, ნივთიერი მასალა (კერამიკა, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, იუსტინიანე I-ის მონეტები და სხვა.). განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად დაცულია აჭარი სახელმწიფო მუზეუმში.
|