ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
გორის ციხე
შიდა ქართლი
 
ისტორიული ციხე-სიმაგრე შიდა ქარ­თლში, აღმართულია ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აქ პირველი გამაგრებული დასახლება არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III სს-ში ჩანს. საისტორიო წყაროებში გორის ციხე პირველად XIII ს-ში იხსენიება. გორის ციხეს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა და მისი ფლობა შუა საუკუნეებში ნიშნავდა შიდა ქართლზე კონტროლის დამყარებას.
გორის ციხე არაერთხელ შეუკეთებიათ, მათ შორის საფუძვლიანად, როსტომ ქართლის `ვალს~ (1632-1658). საბოლოო სახე ციხემ მიიღო 1774 წელს, როდესაც ის ერეკლე II-მ შეაკეთა. 1802 წლიდან გორის ციხეში რუს გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომ კი მან პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა. დიდი ზიანი მიაყენა გორის ციხეს 1920 წლის მიწისძვრამ.
ციხე რიყის ქვითაა ნაგები. ძველ ფენებში კი დამუშავებული ქვაა გამოყენებული. ციხის გეგმა ოვალური ფორმისაა. დასავლეთის მხარე _ ცხრაკარა _ უკეთაა შემონახული, სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. სამხრეთ გალავანში კამაროვანი ჭიშკარია. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მცირე ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი.
 
 
 
გამომცემლობა "კლიო"
www.klio.ge
 
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.