რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
|
მდ. ჯეჯორა (მდ.რიონის მარცხენა შენაკადი) სათავეს იღებს ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის დვალეთის მონაკვეთზე ზღვის დონიდან 2975 მ. სიმაღლეზე მისი სიგრძე 45 კმ-ს შეადგენს ხოლო აუზის საერთო ფართობი 438 კმ2-ს. საზრდოობს თოვლის ნადნობი, მყინვარული, მიწისქვეშა და წვიმის წყლებით. მდ. ჯეჯორას აუზის ფარგლებში მდებარეობს სოფელი კვაისა, რომელიც მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა, აქ მოიპოვებოდა პოლიმეტალური მადანი (ტყვია-თუთია). დღეს სოფელ კვაისას მიმდებარე მონაკვეთზე არანაირი სამრეწველო ობიექტი აღარ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ ონის მუნიციპალიტეტის ეს სოფელი საქართველოს იურისდიქციის მიღმა იმყოფება და ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სოფელი კვაისა ქ. ონიდან 25 კმ-ში მდებარობს ხოლო ქ. ჯავადან 45 კმ-ში. სოფელი კვაისა და მისი მიმდებარე ტერიტორია არ გამოირჩევა ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალით (ისტორიული, ბუნებრივ გამაჯანსაღებელი) მაგრამ აქ შემორჩენილი არის ქართული ხურორთმოძღვრების ძეგლის, კვაისასჯვრის ადრე ქრისტიანული ხანის დარბაზული ტაძრის ნანგრევები, რომლის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ იგი მოპირკეთებული ყოფილა კარგად გათლილი ქვის ჩუქურთმებით.
|