ღირშესანიშნაობა: კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25-30 მილიონ ლიტრ ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300-350 ლ/წმ. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება სოფელ ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.
მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირი, სოფ. ქეთერისის მიდამოები, 2168 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 35.672 E44 23.739
მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტებია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ;
სოფ. კობი - სოფ. ქეთერისი - 15,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ და 10 წთ; სოფ. ქეთერისი - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ (საფეხმავლო);
დაბა სტეფანწმინდა - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი - 33 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 577 96 11 88
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge/otsamalaidze@apa.gov.ge