ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ყინწვისი
შიდა ქართლი
ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში სოფელ ყინწვისიდან 3 კმ-ში, მდ. ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე. სამონასტრო კომპლექსი შედგება: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების, გალავნის ნაშთისა და მასში ჩაშენებული ორსართულიანი კოშკი-სამრეკლოსგან. იგი დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ. ნიკოლოზის სახელობის ცენტრა­ლურგუმბათოვანი ტაძარი. უნიკალურია ყინწვისის მხატ­ვრობა, შესრულებული XIII საუკუნის დასაწყისში მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. აქ გვხვდება ქტიტორთა ფრესკები (ჩრდილოეთ კედელზე _ გიორგი III, თამარი და ლაშა-გიორგი, აგრეთვე ზა­ზა ციციშვილ-ფანასკერტელი, სამხრეთ კედელზე კი ანტონ გლონისთავისძე ეკლესიის მოდე­ლ­ით ხელში) და რელიგიური სცენები (დასავლეთ კე­­დელზე გამოსახულია წმ. ნიკოლოზი, იოანე ზედაზნელი და დავით გარეჯელი).
XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ტაძარი, რომელიც ძლიერაა დაზიანებული მდებარეობს, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე.
გვიან ფეოდალურ ხანაში (XVI-XVIII სს-ში) აშენდა წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც წმ. ნიკოლოზის ტაძრის დასავლეთ კედელთან დგას. 
 
გამომცემლობა "კლიო"
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.