ლაფიანხევი — ღვარცოფული მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვსგომბორის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1620 მ. სიგრძე 11,5 კმ, აუზის ფართობი 51 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 0,5 მ3/წმ.