გურია
|
ლეგენდა გურიის წარმოშობის შესახებ
"იყო ინდოეთს მეფე შედათი, კაცი იმდენად გულზვიადი და კადნიერი, რომ მოინდომა, ედემი გაეშენებინა – ერი ღმერთად მიმიჩნევსო. ედემი მართლაც საუცხოო სანახავი იყო და სწორედ სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა: "რა სამოთხეაო“ კრძალვითა და მოწიწებით მოახსენეს შედათს, ,,როცა შიგ ანგელოზნი არ არიანო". მეფემ მაშინვე მოუწოდა თავის მსახურთ და უბრძანა, დაიარეთ მთელი ქვეყანა და სადაც კი ნახოთ "გურიები" (ლამაზები), აქ მომგვარეთო. შედათს უნდოდა, ეს გურიები სამოთხეში დაესახლებინა. მსახურებმა შეასრულეს ბრძანება მეფისა შეკრიბეს "გურიები" მთელ ქვეყნიერებაზე და გაემართნენ ინდოეთისკენ. კავკასიაში რომ მოვიდნენ, აქ მოულოდნელად შეიტყვეს, რომ შედათმა სული განუტევა. "გურიებმა" ეს რომ გაიგეს, გადაწყვიტეს, ჩვენს ქვეყნებში ნუღარ დავბრუნდებით, დავრჩეთ აქ, ამ ტურფა მხარეშიო. აქაურობის მშვენიერებამ ისე მოხიბლა გურიები, რომ მართლა სამუდამოდ დასახლდნენ საქართველოში. აქვე ერთ ამბავსაც აღვნიშნავთ, გურულებისგან გაგონილს: გურიის რომელიღაც მთავრის დროს სასახლეში ლაპარაკი ჩამოვარდნილა, რად დაერქვა ჩვენს მხარეს "გურიაო"? ერთ იქ მყოფ თავადს ასეთი პასუხი გაუცია: "საქართველოს სამეფოს ძლიერების დროს, როცა მისი საზღვრები აღმოსავლეთით კასპიის ზღვას სწვდებოდა და დასავლეთით ტრაპზონამდე მიდიოდა, გურია გულად
(მეგრულად `გური~ გულს ნიშნავს), ჩვენი ტურფა მამულის შუა ალაგად ითვლებოდაო
წყარო:
ფოტო გალერეა
|