ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ძველი შუამთა
კახეთი

ძველი შუამთა მდებარეობს თელავის რაიონში, ქ.თელავიდან 7 კმ-ზე და არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენს. ძველი შუამთის არქიტექტურულ ანსამბლში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში, VI ს-ის გუმბათიანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპის, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემის სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი); VII ს-ის მცირე გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ ბემები და კუთხის ოთახები მას არ აქვს. ორივე ღერძი ტოლია. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები, კუთხეებისთვის გამოყენებულია შირიმი. XVI ს-ში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.