ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მდინარე რეპრუა
ოკუპირებული აფხაზეთი

მდინარე რეპრუა

მდებარეობა: მდებარეობს, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით, პლაჟის ზონაში.

კოორდინატები: N 43019’51’’; E 40012’22’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 560 კმ. სოხუმიდან 106 კმ. ქალაქ გაგრის პერიფერიაზე 3 კმ მოშორებით.

უნიკალურობა: ყველაზე მოკლე მდინარე მსოფლიოში

მდინარე რეპრუას სათავე შავ ზღვას დაშორებულია 18 მეტრით, თუმცა მდინარის სიგრძე ზღვის ძლიერი ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს, რადგან ზღვა ხმელეთში შემოდის და ზღვის წყალიც უახლოვდება მდინარის სათავეს. რეპრუა წარმოადგენს მძლავრ კარსტულ ნაკადს, რომლის წყალი იკრიბება მიწისქვეშა სისტემაში, საზრდოობს გაგრის ქედზე არსებული ცენტრალური არაბიკის კარსტული სისტემიდან (ილიუხინი-რეპრუას), რომლის სიღრმე 2307 მეტრს აღწევს. რეპრუა წარმოადგენს ერთ-ერთ ცივ მდინარეს შავი ზღვისპირეთში. რეპრუას წყლის ნაწილი პლაჟში იჟონება და მიწისქვეშა სადინარებით უერთდება შავ ზღვას, ამ მაჩვენებლითაც იგი გამორჩეულ მდინარეს წარმოადგენს.

ვოკლუზი არის ფრანგული სიტყვა (Vაუცლუსე) წარმოადგენს კარსტულ წყაროს, ე. წ. სიფონ-წყარო, რომელსაც გააჩნია დიდი დებიტი და უწყვეტი ჩამონადენი წყალმცირობის პერიოდში. პირველად აიღწერა საფრანგეთის დეპარტამენტ ვოკლუზში, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ღრმა წყარო, რომლის სიღრმე 255 მ აღწევს.

ძველ აფხაზურ ლეგენდაზე დაყრდნობით, რეპრუა არის მიწისქვეშეთის სულის შვილების ცრემლები. შავი ზღვის ნაპირებზე ცხოვრობდა მიწისქვეშეთის სული თავის ვაჟთან და 3 ქალიშვილთან ერთად. სული ჭედავდა იარაღს თავისი ბიჭისთვის და მეომრებისთვის, რომლები იცავდნენ ერთადერთ შესასვლელს აფხაზეთში, გაგრის გასასვლელს.

იარაღი რომელსაც ის ჭედავდა დაუმარცხებელი იყო, ხოლო გოგოები ამზადებდნენ საჭმელს და ტასაცმელს. სულის სიკვდილის შემდეგ, იარაღის განახლება არავის არ შეეძლო და ამიტომ მისი ვაჟი და მის გვერდით მდგარი მეომრები დამარცხდნენ არათანასწორ ომში უამრავ ლაშქართან, რომლებიც შორი ქვეყნებიდან იყვნენ მოსულნი. სამხრეთით წასულებმა ჩამოანგრიეს 3 გამოქვაბულის გასასვლელი, რომლითაც დები ზედაპირზე თავისი ძმის სანახავად ამოდიოდნენ. როდესაც დები მიხვდნენ რომ მათი ძმა მკვდარია, დაიწყეს ტირილი. ცრემლებით კი წარმოიქმნა პატარა ნაკადულები, რომლებიც გამოქვაბულის გამოსასვლელთან წარმოქმნიდნენ მდინარეებს რეპრუას, ანიხამცას და ბაგარეპსტას.

დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (ღოე ღივერ) მონტანას შტატში (აშშ) – 61 მეტრი, თუმცა, მდინარე დი (D ღივერ) ორეგონის შტატში ასევე ითვლება მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ – 36 მეტრი.

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.