ემთხვევა. ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა.
მდებარეობა: მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობები, მდ. ბახვისწყლის ხეობა.
მანძილი: ჩოხატაურიდან – 55 კმ, თბილისიდან – 365 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1926-2050 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთისა (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავა. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,50C. თოვლის საფარი რჩება 6 თვემდე. ზაფხული ზომიერად გრილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა13,40C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1500-1600 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2050-2200 სთ.
ბუნებრივი სამკურალო ფაქტორი: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, ტუბერკულოზის სხვადასხვა(ფილტვის, ძვალ-სახსართა, ჯირკვლოვანი, პლევრალური) ფორმა, მეორეული ანემია, ნევრასთენია.