ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი გომარდული
კატეგორიები
აჭარის 50 კმ-იან შავიზღვისპირა სანაპირო ზოლზე არაერთი ცნობილი კურორტია, სადაც ზაფხულობით ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი დამსვენებელი ჩადის, თუმცა ამ რეგიონის უმეტესი ნაწილი მთებსა და მაღლობებს უჭირავს. აქაური რელიეფი და კლიმატი შესანიშნავ პირობას ქმნიან სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში აჭარის მთიანეთში ინტენსიურად მიმდინარეობს სამთო-სათხილამურო პროფილის კურორტების მშენებელობა.
სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი გომარდული ბათუმ-ახალციხის ტრასაზე, ბათუმიდან 90 კმ-ში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ მოთხილამურეებისთვის 250-მეტრიანი ბაგირგზა და სათხილამურო ტრასა აშენდა, 2011 წლის 29 დეკემბერს კი ზამთრის სეზონი პირველად გაიხსნა. დღეისთვის გომარდულში რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, კოტეჯი და რესტორანი ფუნქციონირებს. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის საკურორტო დასასვენებელი ადგილი ღომას მთა. ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ღომის მთიდან ულამაზესი ხედები იშლება კარჩხალისა და მესხეთის ქედებზე, მოწმენდილ ამინდში კი ბათუმი და შავი ზღვა მოჩანს. ღომას მთაზე თოვლის საფარი მდგრადია ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. მთაზე მიმდინარეობს სამუშაოები ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობისთვის. კეთდება გზა, შენდება სათხილამურო კურორტისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა - სასტუმროები და დასასვენებელი სახლები.
 
1. გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის სეზონისთვის საბაგირო გზების მშენებლობა მიმდინარეობს. აქ ზამთრის კურორტისთვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია: მთაგორიანი რელიეფი, საშუალო მთის კლიმატი და მდგრადი თოვლის საფარი ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
2. გომარდული. ეკოკოტეჯები დამსვენებლებისთვის
 
მდებარეობა: აჭარისწყლისა და ჭვანისწყლის (ნაღვარევისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილოეთი კალთა.
მანძილი: შუახევიდან – 25 კმ, ბათუმიდან – 90 კმ, თბილისიდან – 460 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1120 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ზომიერად ნოტიო ჰავა. ზამთარი ზომიერად რბილი, უხვთოვლიანი, დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1,30C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 200C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1000 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 65%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.