ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი გომისმთა
კატეგორიები
გომისმთა - მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 33 კმ-ზე. ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში იმართება დღესასწაული „გომისმთობა“
 
გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18°ჩ. ნალექების წლიური რაოდენობა არის 1600-1700 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2060 საათია. გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, სოჭი) და წყაროებით. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.
 
ლეგენდის თანამხად, პირველად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განკურურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც განიკურნა გომისმთაზე. გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად.
 
გომისმთამ, როგორც კურორტმა ყურადღება მიიქცია 1931 წელს, როდესაც ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად.
 
მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე 1950-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 10 000 იყო. 1980-იან წლებში კი გომისმთაზე უკვე 1500 დასასვენებელი კოტეჯი იყო, მაგრამ არ იყო მოწყობილი წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და სატრანსპორტო მომსახურება.
ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.