ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი კუმისი
კატეგორიები
გარდაბნის მუნიციპალიტეტი ქვეყნის სამხრეთით, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. ტერიტორია
კოჯორ-საყარაულოს, მთაწმინდის, თაბორის, თელეთის ქედებს შორის იწყება და სამხრეთისკენ თანდანთან ვაკეში გადადის. მუნიციპალიტეტის საზღვრის უმეტეს ნაწილს საქართველოს და ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე მტკვარი მიუყვება. მტკვრის ნაპირზე, თელეთის ქედსა და იაღლუჯის მაღლობს შორის, კუმისის ტაფობზე მდებარეობს სამკურნალო ტალახით განთქმული მაღლივი სარტყლის პელოიდური საკურორტო ადგილი კუმისი. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ხელოვნური ტბის ფსკერი ფსევდოვულკანური წარმოშობის მაღალხარისხოვანი სამკურნალო თვისებების მქონე ტალახითაა მოფენილი. ლამის სისქე რამდენიმე ათეული სანტიმეტრია. კუმისის ტალახს აქტიურად იყენებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე. გასული საუკუნის შუა წლებამდე ახლანდელი კუმისის ტბის ადგილას იყო ფსევდოკარსტული წარმოშობის პატარა (0,48 კმ2) მლაშე ტბა, რომლის წყალიც უხვად შეიცავდა გლაუბერის მარილს. 1960-იან წლებში ტბის აუზი მდინარე მტკვრის წყლით შეავსეს, წყლის დონემ აიწია და ტბა გამტკნარდა. დღეისთვის კუმისის ტბის აუზის ფართობი 97 კმ2-ია, ხოლო ზედაპირისა - დაახლოებით 5 კმ2. სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს, სიგანე - 1 კმ-ს. ტბის სიღრმე, წყლის დონის ცვლილების მიხედვით, 4-დან 6 მეტრამდეა. სანაპირო დაფარულია ისლით და ლელქაშით, რომელსაც წყლის ფრინველები აფარებენ თავს.
 
1. კუმისის ტბაში მრავლად მოიპოვება კეფალი, სქელშუბლა, საზანი, ლოქო, სარკისებრი კობრი, ხრამული, წვერა, და სხვა; ტბაზე ხშირად ეწყობა სამოყვარულო შეჯიბრებები სპორტულ თევზჭერაში.
2. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. გარდაბნის აღკვეთილი გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. დაარსდა 1996 წელს. ფართობი
3. 484 ჰა. მისი მთავარი სიმდიდრეა ჭალის ტყეები და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები, რომელთა შორის
არის საქართველოს `წითელ ნუსხაში შეტანილი კეთილშობილი ირემი. აღკვეთილის ტერიტორიაზე მრავალი
ისტორიული ძეგლია. მათ შორის აღსანიშნავია IV საუკუნეში დაარსებული დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის დავითის ლავრა, უდაბნო, ნათლისმცემელი, ვერანგარეჯა, ჩიჩხიტური, დოდოს რქა, თეთრი სენაკები...
 
მდებარეობა: იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის, კუმისის ტბის ჩრდილო-დასავლეთით.
მანძილი: თბილისიდან – 20 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 480 მ.
რელიეფი: ბორცვიანი ვაკე.
კლიმატი: კონტინენტური, მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 00C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 240C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 68%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და კუმისის ტბის ლამის სულფიდური ტალახი
სილიციუმის, ალუმინის, რკინის ჟანგეულების და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების
შემცველობით. ასევე, კუმისის ტბის წყალი - ქლორიდულ-სულფატურ, მაგნიუმიან-კალციუმიანნატრიუმიანი
მინერალური წყალი, საერთო მინერალიზაციით 15-25 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: სამკურნალო ტალახის აბაზანები და აპლიკაციები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, ქრონიკული პიელონეფრიტი და ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული გასტრიტები, კოლიტი და ენტეროკოლიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ასევე, ნერვული სისტემის დაავადებები: რადიკულიტი, იშიაზი, ენცეფალიტი.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.