კონგრესებზე სამჯერ დაიმსახურა ოქროს მედალი. ერთსა და იამვე მოცემულობაში მუხურის ფუტკარი, სხვა ჯიშის ფუტკრებთან შედარებით, მეტ თაფლს აგროვებს.
მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ოდიშის ვაკე, მდ. ხობის ხეობა.
მანძილი: მარტვილიდან – 55 კმ, თბილისიდან – 335 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 260 მ.
კლიმატი: ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი თბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,50C. ზაფხული თბილი, ხანგრძლივი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 230C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1400-1600 მმ. საშუალო წლიური ფარდობითი
ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1700-1800 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: სოფელ მუხურიდან 4 კმ-ის მანძილზე მდებარე მინერალური წყლის ლუგელას საბადო. ლუგელა ბუნებრივი მედიკამენტია და წარმოადგენს კალციუმის ქლორიდის 9,5%-იან ხსნარს. მინერალური წყლის საერთო მინერალიზაციაა 45-60 გ/დმ3, ტემპერატურა – 120C;
დებიტი: 22 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის მიღება.
სამკურნალო ჩვენებები: პარათირეოიდული ჯირკვლების, სასუნთქი ორგანოებისა და ლიმფური ჯირკვლების
ფუნქციური უკმარისობა, ტუბერკულოზი, სისხლის შედედების დაქვეითება, რაქიტი, ნეფრიტი, მოტეხილობები, სისხლდენა, ჰემორაგიული დიათეზი, კანისა და ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"