დამახასიათებელი თევზების - 18, ამფიბიების - 7, რეპტილიების - 10, ფრინველთა - 70-მდე და ძუძუმწოვრების 30-მდე სახეობა. მათ შორის არის დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის რიცხვი დღეისთვის საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიონზე, უკონტროლო ნადირობის გამო მკვეთრად შემცირდა. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში სვანეთში მონადირეები წელიწადში დაახლოებით 220-მდე ჯიხვს კლავდნენ. დღეს ამ ცხოველზე ნადირობა
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
მდებარეობა: სვანეთის ქედის სამხრეთი ფერდობი (დიდი კავკასიონის სისტემა), მდ. ცხენისწყლის (მდ. რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა.
მანძილი: თბილისიდან – 350 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250-1300 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -40C-ს. ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17,90C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 2000 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში:1800-1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ორი წყაროს წყალი: ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,8-2,5 გ/დმ3 (მუაში) და ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-2,0 გ/დმ3 (წურნაში); წყლების საერთო დებიტი: 13 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მუაშის მინერალური წყლის მიღება (დალევა) და წურნაშის მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"