ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ნაბეღლავი
კატეგორიები
მინერალური წყაროებით განთქმული სოფელი ნაბეღლავი ჩოხატაურიდან ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ბალნეო-კლიმატური კურორტის წყაროები უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით ხასიათდება და მათი სისტემატური მოხმარება ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას და საჭირო მინერალებით გამდიდრებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თანაც - შეუზღუდავი რაოდენობით. ნაბეღლავის  წყარო 1905 წელს აღმოაჩინეს. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც პირუტყვი სხვებზე მეტად ეტანებოდა. წყალს განსაკუთრებული გემო და გამორჩეული სამკურნალო თვისებები აღმოაჩნდა. მალე საბადო მკვლევრებმა მოინახულეს. მათ წყლის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად შეისწავლეს და ნაბეღლავს ოფიციალურად მიანიჭეს კურორტის სტატუსი. 1958 წლიდან წყლის ქარხნული ჩამოსხმაც დაიწყო. დღეს ქართულ მინერალურ სუფრის წყალ ნაბეღლავს მინიჭებული აქვს ISO 9001:2000, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი და 20-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე გადის.
 
1. უდაბნოს იოანე ნათლისმცემლისსახელობის მონასტერი. კლდეში ნახევრად გამოკვეთილი სალოცავი
VI-IX ს-ში უნდა იყოს აგებული.
2. მესხეთის ქედს მრავალი ტურისტული მარშრუტი კვეთს. ერთ-ერთია მდინარეების -  წაბლარასწყლის,
სუფსისა და სულორის წყალგამყოფი ქედის, ლობოროტის გასწვრივ მიმავალი მარშრუტი. ის გაივლის მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალს - მეფისწყაროს (2850 მ) და გადადის ჯაჯის ტბებზე, რომლებიც უკვე სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
 
მდებარეობა: მესხეთის ქედის მთისწინეთი, მდ. გუბაზეულის (მდ. სუფსის შენაკადი) ხეობა.
მანძილი: ჩოხატაურიდან – 25 კმ, თბილისიდან – 335 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 470-490 მ.
კლიმატი: სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო ჰავა. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო
ტემპერატურა 3,60C ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 200C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1438 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1800-1900 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი
(ბორჯომის ტიპის) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 7,5-8,0 გ/დმ3, შეიცავენ კაჟმჟავას, ბრომს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს; 
დებიტი: 600-700 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ქრონიკული კოლიტები და ენტეროკოლიტები, ქრონიკული გასტრიტი, ჰიპოაციდური გასტრიტი, ნაღვლის ბუშტისა და
სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება, ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები (შაქრიანი
დიაბეტის მსუბუქი და საშუალო ფორმა, სიმსუქნე).
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.