ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი შეკვეთილი
კატეგორიები
სოფელი შეკვეთილი ოზურგეთის რაიონში, მდინარე ნატანების შესართავთან, ქობულეთსა და ურეკს შორის
მდებარეობს. შუა საუკუნეებში აქ ყოფილა საზღვაო პორტი, სადაც ოსმალეთის იმპერიის გარნიზონი იდგა.
ამჟამად შეკვეთილი, გრიგოლეთის მსგავსად, ზღვისპირა კლიმატური კურორტია მაგნეტიტური ქვიშის პლაჟით და ფიჭვნარიანი სანაპიროთი. ზღვის სიღრმე დაბალია (ნაპირიდან 30 მეტრის მანძილზე 1,5 მეტრს არ აღემატება), რაც განსაკუთრებით კომფორტულია ბავშვებისთვის. საბანაო სეზონი იწყება მაისში, როდესაც წყლის ტემპერატურა დაახლოებით 17°C-ია, და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში
ზღვის წყლის ტემპერატურა 21°C-27°C შორის მერყეობს. შეკვეთილის ხავერდოვანი მაგნეტიტური ქვიშა, კრისტალურად სუფთა ზღვა, კაშკაშა მზე და წიწვოვანი არომატით გამდიდრებული ზღვის ნიავი იდეალურ პირობებს ქმნის მშვიდი დასვენებისა და ჯანმრთელობის აღდგენისთვის.
 
1. გურია უძველესი საცხენოსნო ტრადიციების მხარეა. XIX ს-ის 80- იანი წლებიდან 1917 წლამდე 150-მდე
გურულმა ცხენოსანმა ამერიკასა და ევროპას თავიანთი ნიჭი და შემოქმედება გააცნო. თავდაპირველად
ისინი ევროპაში - მარსელსა და პარიზში ჩასულან, შემდეგ - ამერიკაში, სადაც მათ გამოსვლებს ქვეყნის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი დასწრებია. მოჯირითე გიორგი ჩხაიძის ოსტატობით აღფრთოვანებულ რუზველტს ქართველი მხედარი დაუჯილდოებია ოქროს ბეჭდითა და ლანგრით, რომელზეც ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტი იყო გამოსახული. 1892 წლის 25 ივნისს გურულებს ბუკინგემის სასახლეში ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ უმასპინძლა. გურული ცხენოსნების ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა დაცულია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
 
2. შეკვეთილში მოქმედებს 14.5 ჰაზე გაშენებული გურია-პარკი ციცინათელა, სადაც დამსვენებელს ელის 40-მდე ატრაქციონი და სხვადასხვა სახის თავშესაქცევი: ბოულინგცენტრი, კარტინგის მოედანი, სიცილის ოთახი, მუსიკალური შადრევანი, 100-მდე სათამაშო ავტომატი DA და სხვ.
 
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო, მდ. ნატანების შესართავი.
მანძილი: თბილისიდან – 325 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2-6 მ.
კლიმატი: სუბტროპიკული ჰავა; ზამთარი რბილი, უთოვლო; იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,80C;
ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო; აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,60C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 2096 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 78%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და პლაჟის ქვიშა.
მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია, ქვიშის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნერვული და ენდოკრინული სისტემების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.