საკურორტო საქმით. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია. კურორტის მოწყობაც XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები (სანატორიუმი, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი), რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. შოვის ბუნებრივი პირობები აქ სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების საშუალებას იძლევა.
მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარეების ბუბასა და ჭანჭახის (მდ. რიონის შენაკადები) ზედა წელი.
მანძილი: ონიდან – 35 კმ, თბილისიდან (ტყიბულის გავლით) – 340 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან:1600 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო
ტემპერატურა -5,80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15,70C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ.
ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული,
კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,0- 2,4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,7-0,9 გ/დმ3;
დებიტი: 150 ტონა დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის
და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.