მთიანი მასივია. მისი მწვერვალები მაღალი არ არის, მაგრამ ტექნიკურად საკმაოდ რთულად გასავლელია. ზეთადან საფეხმავლო ბილიკები ჩრდილოეთით კიბიშის უღელტეხილით გადადის აღმოსავლეთ კავკასიონის
ულამაზეს ხდის ხეობაში; ბურსაჭირის უღელტეხილის გავლით გუდამაყრის ხეობაში მოხვდებით; სამხრეთაღმოსავლეთით, როშკის უღელტეხილს იქით კი ხევსურეთია.
მდებარეობა: მდ. თერგის ზემო დინების მარჯვენა ნაპირი, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, მყინვარწვერის ძირი.
მანძილი: თბილისიდან – 150 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან:1880 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო
ტემპერატურა -5,20C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14,40C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 786 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2232 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიანნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5-2 გ/დმ3, მდ. თერგის მარცხენა სანაპიროზე, სტეფანწმინდის ცენტრიდან 2 კმ- ში, დასახლებულ პუნქტ ფანშეტში.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა).
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების
დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"