თბილისის წყალსაცავი (თბილისის ზღვა) ქალაქის აღმოსავლეთით 11.8 კმ2-ზე ვრცელდება. ის 1951 წელს
შეიქმნა მლაშე ტბების - ავლაბრის, ილღუნიანისა და კუკიის ადგილზე. ვარაუდობენ, რომ ეს სამივე ტბა მდინარე მტკვრის უძველეს კალაპოტში მდებარეობდა. წყალსაცავის სიგრძე 8,75 კმ-ია, უდიდესი სიგანე - 1,85 კმ, ფართობი - 11,6 კმ2, უდიდესი სიღრმე კი - 45 მ. საზრდოობს მდინარე არაგვისა და ივრის წყლით. მას იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისთვის, თევზის სარეწად და წყლის სპორტისთვის. წლის სხვადასხვა დროს თბილისის წყალსაცავში წყლის ტემპერატურა საკმაოდ დიდი რყევით (საშუალოდ, 180ჩ-ით) ხასიათდება. მართალია, ზამთარში წყალსაცავზე ყინულსაფარი არ ჩნდება, მაგრამ სანაპირო ანუ თავთხელი ზოლი მაინც იყინება. ივლის-აგვისტოში წყალი 260ჩ-მდე თბება, რის გამოც უამრავ დამსვენებელს იზიდავს. 2007 წელს თიანეთის, მცხეთისა და საგარეჯოს სატყეო მეურნეობების, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტყის ფონდის მიწების ნაწილისა და საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ხარჯზე აღდგა და გაფართოვდა ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსებული თბილისის ეროვნული პარკი, რომელსაც დედაქალაქის ფილტვებს უწოდებენ. პარკის შექმნის მიზანი იყო აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში იშვიათი სახეობის მცენარეებისა და ამ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ტყის ეკოსისტემების დაცვა, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში რეკრეაციული, ეკოტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა. თბილისის დაცული ტერიტორიების სიაში შედიოდა 1956 წელს თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული დენდროლოგიური პარკიც, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს. პარკი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა. 2006 წლიდან თბილისის
ზღვის სატყეოს კვარტლები და დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადავიდა.
თბილისის წყალსაცავი
მდებარეობა: ივრის ზეგანი, თბილისის ჩრდილოაღმოსავლეთით.
მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 12 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 630-650 მ.
რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი
კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა –10ჩ. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 240ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 554 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2112 სთ.
1-2. უკანასკნელ წლებში თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტი გახდა: აშენდა იახტკლუბი, მოქმედებს გრანდიოზული აკვაპარკი ჯინო პერედაისი, ღია და დახურული
აუზებით, ატრაქციონებითა და უნიკალური ველნეს ცენტრით.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"