ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ურაველი
კატეგორიები
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამცხე,  ამჟამად - ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხის ქვაბულში, მტკვრისა და ფოცხოვის ხეობებშია გაშლილი. სამხრეთით მისი საზღვარი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა. მუნიციპალიტეტის ცენტრი, ახალციხე, მდინარეების - მტკვრისა და ფოცხოვის შესაყართან მდებარეობს. სავაჭრო მაგისტრალის, ქართლის, ჯავახეთის, აჭარა-იმერეთის და ტაო-კლარჯეთის დამაკავშირებელი გზების გადაკვეთაზე მდებარე ახალციხე თავიდანვე მრავალეროვანი მოსახლეობით გამოირჩეოდა. აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ბერძნები, ებრაელები. ქალაქს გარს ერტყა გალავანი, ხოლო მის ცენტრში ქალაქის მფლობელის, ათაბაგ ჯაყელის ციხესიმაგრე (ამჟამად ე. წ. რაბათი) იდგა. ახალციხე დღესაც ინარჩუნებს სატრანზიტო ფუნქციას: აქ თავს იყრის
მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან - სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს ავტომაგისტრალები  S-8 (ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ვალე, ბოლო პუნქტი - თურქეთის საზღვარი) და S-11 (ახალციხე-ახალქალაქი- ნინოწმინდა, ბოლო პუნქტი - სომხეთის საზღვარი), ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა - ახალციხე-ბათუმი (S-1) და ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალი ტურისტული მარშრუტი გადის. ერთ-ერთი მათგანი მუნიციპალიტეტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე მდინარე ურავლის ხეობას მიუყვება. ხეობა გამოირჩევა ისტორიული ძეგლების და მინერალური წყლების სიუხვით. აქ მიწის ზედაპირზე ამოდის სამკურნალო მინერალური წყალი, რომელიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. სუბთერმული (380C) მინერალური წყალი მოიპოვება ახალციხეშიც.
 
1. მდინარე ურავლის ხეობა. ლეგენდის მიხედვით, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კმ-ში, ურავლის
ხეობაში მდებარე აგარის მონასტერში მიუღია განათლება XII ს-ში მოღვაწე დიდ ქართველ პოეტს, შოთა რუსთაველს.
2-3. ხეობაში რამდენიმე სათევზე მეურნეობაა, სადაც ხელოვნურ ტბებში აშენებენ სპეციფიკური საგემოვნო
თვისებებით გამორჩეულ ურავლის კალმახს. განსაკუთრებულია აქაური ტენილი ყველიც, რომელიც 2014 წელს
საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ჯავახეთში
ხორბლის უძველესი ჯიშებისგან ქართUული ტრადიციული პურის - ლავაშისა და შოთის გარდა კიდევ
რამდენიმე სახეობის პურის (სომინი, კაკალა, უხა, ბაზლამა და ჩაწეკილი) დამზადების ტრადიცია შემორჩა.
 
მდებარეობა: თრიალეთის ქედის ფერდობი, მდ. ურავლის (მტკვრის შენაკადი) ხეობა.
მანძილი: ახალციხიდან – 18 კმ, თბილისიდან – 215 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა
-40C. ზაფხული ზომიერად თბილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 170C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 520 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3 გ/დმ3, რომლებიც შეიცავენ ნახშირმჟავა გაზს (1,2 გ/დმ3-ზე მეტი), ბიოლოგიურად აქტიურ კაჟმჟავას (90 გ/დმ3-ზე მეტი) და ორვალენტიან რკინას (10 მგ/დმ3-ზე მეტი); 
დებიტი: 70 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.